logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: მივიღეთ მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას
ქეთევან ციხელაშვილი: მივიღეთ მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას
20:56 05.02.2018
„ევროკავშირი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, კერძოდ, ჩართულობის და შერიგების მიმართულებებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქებას. მასში მოიაზრება დევნილები, რომელთა დაბრუნების უფლება დღემდე უგულვებელყოფილია; ადამიანები, როლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ისინი, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და ყოველდღიურად უწევთ ძალიან მძიმე გამოწვევებთან გამკლავება“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შეფასებისას.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ სწორედ ამ ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესოს, წაახალისოს ხალხთა შორის კონტაქტები ხელოვნური დაბრკოლებების გასწვრივ, შეუწყოს ხელი დიალოგს და ნდობის მშენებლობის პროცესს“.

ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი: „მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას და მომავალშიც მხარს დაუჭერს იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში აპირებს.“

საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიმოხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის და ასოცირების დღის წესრიგს განსაზღვრავს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია რეგიონში მისი ევროინტეგრაციის ტემპიდან და დინამიკიდან გამომდინარე.

„საქართველოს თავად გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმა და რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდეს მომავალში და ვფიქრობთ რომ თანამშრომლობისთვის არსებობს დამატებითი ასპარეზი.
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია - მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით გააჩნია და ეს არის ასევე გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა