logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დღეს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დღეს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ
11:02 05.02.2018
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მისი განცხადებით ასოცირების საბჭოს ფარგლებში განხილულ იქნება ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ქვეყანაში გატარებული რეფორმების კუთხით. 2017 წლის წარმატებულმა რეფორმებმა და თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო მეტად ამბიციური ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ საგზაო რუქაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ სამი ძირითადი მიმართულება გამოჰყო, რაზეც საბჭოს ფარგლებში გამახვილდება ყურდღება.

„ერთი - რა თქმა უნდა ასოცირების იმპლემენტაცია, რომელიც არის მთავარი თემა ამ საბჭოში, საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ამაზე იქნება მსჯელობა. ასოცირების დღის წესრიგი მიღებულია, არის დახმარების ახალი პაკეტი 2017-2020 წლისთვის. ეს შეეხება ასევე ეკონომიკურ განვითარებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ა.შ. მეორე - უფრო კონკრეტულად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით დაისახება გეგმები და იქნება დისკუსია. ეს ძირითადად შეეხება სექტორულ მიმართულებას. მესამე საკითხი არის უსაფრთხოების საკითხი - ეს ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების თემაზე და ამაზე იქნება საუბარი. ასევე კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარების თემა და ზოგადად უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა