logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა
ზაზა გაბუნია რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა
13:59 03.02.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის თემატური და რეგიონებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მხარეებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადასაწყვეტად საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

„დღეს შედგა ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის და ყველა რეგიონის გუბერნატორის სამუშაო შეხვედრა პარლამენტში. მე მიმოვიხილე ის საკითხები, რაც საყურადღებოა დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენი კომიტეტისთვის რეგიონის მასშტაბში. შევეხე ყველა აქტუალურ თემას და თავის მხრივ, გუბერნატორებმაც ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროებს საკანონმდებლო და საპარლამენტო მხარდაჭერას“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე გამახვილდა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების პროცესზე შემდგომ დაკვირვებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე. ვგეგმავთ გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვას რეგიონებში, იმიტომ, რომ კომიტეტი პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად, ახორციელებს დაკვირვებას პოლიტიკის შესრულების პროცესზე და ეს უკუქცევითი ხასიათის ურთიერთობა, როდესაც კომიტეტი მუშაობს საპარლამენტო სივრცეშიც და კომიტეტი ადგილზე ხედავს იმ საჭიროებებს, რომელიც რეგიონებში არსებობს, ვფიქრობ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ პოლიტიკა, რომელიც რეგიონებს ეხება და რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ, იყოს ეფექტიანი, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული. ორმხრივი თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და იმ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების, როგორც რეგიონების ხელმძღვანელები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის მზადყოფნა დაადასტურეს.

შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა