logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც დასჯადი ხდება
პრემიერი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც დასჯადი ხდება
16:19 02.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, მოხდა ახალი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება, რომელიც სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ამასთან, პრემიერის თქმით, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც დასჯადი ხდება.
ამ საკითხთან დაკავშრებით პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი, რაშიც მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას: კრიმინალურს პოლიციას, საპატრულო პოლიციას, საზღვრის დაცვას, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის, ქვეითი პატრულის გაძლიერებას და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჩვენი მოსახლეობის დაცულობის თვალსაზრისით.
ასევე, მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდეს ბალანსი უწყებაში და მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული! ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას!“- განაცხადა კვირიკაშილმა.
პრემიერი იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გადმოცემასაც გამოეხმაურა.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო იაპონიის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებას მთავრობისადმი. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ოთხმოცდათექვსმეტივე მანქანა გადაგვეცა საპატრულო პოლიციისთვის, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრო-მანქანებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ საჩუქრად მიიღო იაპონიის მთავრობისაგან და „მიცუბიში“ კორპორაციისგან. ეს არის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ჩვენ გვინდოდა, რომ საპატრულო პოლიცია ყოფილიყო პიონერი და პირველი საპილოტე პროექტი, სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელეთ იაპონიის მთავრობის ჩართულობით. ვფიქრობ, დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ამიტომ, ეს საპილოტე ნაბიჯი, რაც გახლავთ ძალიან დიდი საჩუქარი იაპონიის მთავრობისგან, ჩვენ თანდათან მთელ მთავრობაში უნდა დავნერგოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა