logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ტყით სარგებლობის ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს
პრემიერი: ტყით სარგებლობის ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს
16:01 02.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტყის გამოყენების წესებში ცვლილებები შედის, რომლებიც ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებამდე მე განვაცხადე, რომ ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ და ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს და ამკაცრებს ტყის გამოყენების წესებს და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში.
ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.
მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის - ბრიკეტების, პელეტების და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან.

„ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ის ზიანი, რომელიც გასულ წლებში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით, გამოვასწოროთ და ჩვენს მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს მემკვიდრეობა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს.
მინდა ყველა თქვენგანს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ გასაკეთებელი საქმე.
სამწუხაროდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეს ვერ მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადამიანის ჩართულობის გარეშე.
ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინოვაციური ფანტაზიები უსაზღვროა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ბენზინმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანებში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და ა.შ. ამ ადამიანების ამორალურობას და წარმოსახვას ზღვარი არ აქვს და ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი. ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას, დამერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის, რადგან სამინისტროს და ძალოვან უწყებებს აქვთ უმაღლესი დონის მხარდაჭერა, რომ ეს ქმედებები განახორციელონ“- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა