ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბელორუსიის
რესპუბლიკის ელჩთან მიხაილ მიხაელის ძე მიატლიკოვთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა სტუმარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განვითარებული სოფლის მეურნეობის დარგები, არსებული მდგომარეობა და პრობლემები გაეცნო.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების, კარტოფილის თესლის და მეზობელ ქვეყანაში არსებული პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის, მეთოდებისა და გამოცდილების შემოტანის საკითხები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით.

















