საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დღეს
პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრგიგორი კარასინთან შეხვედრაზე ქართული მხარე საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების შესახებ რუსეთის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
ამის შესახებ აბაშიძემ პრაღაში დღევანდელი შეხვედრის ძირითად თემებზე საუბრისას განაცხადა.
„შევეხებით ჩვენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ, შევეცდებით გავარკვიოთ მათი პოზიცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ დეკემბერში გააფორმა კონტრაქტი, შვეიცარიულ კომპანიასთან, დავაზუსტებთ რუსეთის პოზიციას. იქ არის კითხვები და შევეცდებით მოვისმინოთ, რა აქვთ მხედველობაში. ჩვენი მხრიდან ყოველთვის კეთდება აქცენტი იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.

















