აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ
აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან, რაშად ისმაილოვთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.
ზურაბ პატარაძემ კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

















