logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: იურიდიული დახმარების სამსახურს ჩვენს მმართველობის სისტემაში განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ეკისრება
ირაკლი კობახიძე: იურიდიული დახმარების სამსახურს ჩვენს მმართველობის სისტემაში განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ეკისრება
17:02 30.01.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის რომ საქართველოს პარლამენტსა და იურიდიულ დახმარების სამსახურს პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ კობახიძემ იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნასა და ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტსა და იურიდიულ დახმარების სამსახურს პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი აქვს. თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა გვაკავშირებს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მაღალია“- განაცხადა კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.


„მხარდაჭერა გამოიხატება იმით, რომ ვცდილობთ, მუდმივად დავხვეწოთ ამ სფეროში კანონმდებლობა. ვცდილობთ, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები გავაძლიეროთ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება.

„იურიდიული დახმარების სამსახური არის ის ინსტიტუცია, რომელიც ამ სფეროში ადამიანებისთვის მომსახურების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. აქედან გამომდინარე, მის გამართულ ფუნქციონირებას ეკისრება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს სამსახური დაკავებულია არა მხოლოდ ადამიანებისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარებით, არამედ, ის არის ზოგადად დაკავებულია იმით, რომ საქართველოში უკეთესად იყოს დაცული ადამიანის უფლებები. იურიდიული დახმარების სამსახურს ეკისრება განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ჩვენს მმართველობის სისტემაში. შესაბამისად, ის საჭიროებს და იმსახურებს ძალიან დიდ მხარდაჭერას“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების წვლილი და პარლამენტის სახელით, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს-ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას იმ მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში უწევენ იურიდიული დახმარების სამსახურს. მათმა დახმარებამ, მხარდაჭერამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ეს სამსახური ფუნქციონირებს გამართულად და არის წარმატებით დაკავებული ადამიანების პრობლემების მოგვარებით და ადამიანების უფლებების დაცვით. აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ზუსტად იმ ადამიანებს უწევს მხარდაჭერას, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და ამისათვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მადლიერი, როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობის, ისე თითოეული თანამშრომლის, თითოეული იმ ადამიანის, რომელიც დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ძალიან მყარი მხარდაჭერა პარლამენტის სახელით იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - იანოშ ჰერმანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ნილს სკოტმა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4Justice”: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა