logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ნატოში გაწევრიანება
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ნატოში გაწევრიანება
15:26 30.01.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარიმართება.

კობახიძე ამ განცხადებით Heritage Foundation-ის ანგარიშს გამოეხმაურა.

„ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარვმართავთ“- განაცხადა კობახიძემ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური ამოცანა, არის ნატოში გაწევრიანება. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ და სწორედ ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონეა შენარჩუნებულია.

„ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა და ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე, ვახერხებთ მუდმივ წინსვლას და ევროკავშირის მიმართულებით და ასევე, ვახერხებთ ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნებას. ეს არის ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევა და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას. ჩვენი პოლიტიკის წყალობით, შეიცვალა ვითარება, რომელიც გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, ამას ღიად ვიტყვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის ძალიან მაღალ ხარისხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა