რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგნელს,
ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, კარასინთან შეხვედრას ის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყებს.
„ჩემი მხრიდან ალბათ გაკეთდება კომენტარები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხდება. ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე საუბრის დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ძალიან რთულია ამას გვერდი აუარო.
რატიფიცირება რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის შესახებ, ახლა გავიგეთ ინფორმაცია, რომ ე.წ. საბაჟო პუნქტი იქმნება ცხინვალის რეგიონში. არის თემები, რომელიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

















