logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა ერიკ ჰოგს შეხვდა
თამარ ხულორდავა ერიკ ჰოგს შეხვდა
21:35 29.01.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს რეგულარულ აწვდის ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებზე. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშვიდობო მისია სწორედ საქართველოში ხორციელდება და მას ევროკავშირი ყოველწლიურად 20 მილიონი ევროსბიუჯეტით აფინანსებს, რაც ცხადყოფს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს - უზრუნველყოს საქართველოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს, საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით, 2017 წლის განმავლობაში ევროპარლამენტთან ერთად მიღებული რეზოლუციები გააცნო, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაა შეფასებული. თამარ ხულორდავას თქმით, მიღებულ რეზოლუციებში დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევის შემთხვევები და რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ექსპანსიური პოლიტიკა. რეზოლუციებში ასევე, ასახულია მოწოდება - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის მიერ, საკუთარი მანდატის განხორციელების აუცილებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, რის აღსრულებასაც ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, მუდმივად ვახდენთ კოლეგების ინფორმირებას და მათთან ერთად ვაყენებთ დღის წესრიგში იმ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დგას და რომელიც სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებას ეხება, რაც თავისთავად ზღუდავს ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გაგრძელება და ზუსტი ინფორმაციის არსებობა ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში არსებულმდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის კუთვნილისახლების მიზანმიმართულად ნგრევის ფაქტს და ეს ქმედებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული მორიგ ქმედებად შეაფასა.

თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ერიკ ჰოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა