logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს
გიორგი კვირიკაშვილი: ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს
12:52 29.01.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. მისივე თქმით, არაერთხელ აღნიშნულა ის ერთგულება, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით იჩენს.

აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან, საულიუს სკვერნელისთან ერთობლივი განცხადებების დროს ისაუბრა.

“მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ლიტველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს საქართველოში.

ეს გახლავთ პრემიერ სკვერნელისის პირველი ვიზიტი საქართველოში და მოხარული ვარ, რომ სწორედ ლიტვის პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეწვია. როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველო, ისევე, როგორც ლიტვა, უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს - სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნება ლიტვაში და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნება საქართველოში, რაც დღევანდელ ვიზიტს განსაკუთრებულ სიმბოლიზმს სძენს.

ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს. არაერთხელ აღგვინიშნავს, თუ როგორ ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. დღის წესრიგი დატვირთულია ვიზიტებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა უწყებათაშორისი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების და სხვა მიმართულებებით. ნაყოფიერია ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოებს შორისაც და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დამეგობრებას და თანამშრომლობას განაგრძობენ ჩვენი ქვეყნების რეგიონები და ქალაქები.

ლიტვა უკვე მრავალი წელია აქტიურად აგრძელებს განვითარების სფეროში თანამშრომლობას, „თვინინგის“ პროგრამების განხორციელებას და თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ლიტველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს და მისი გაღრმავების შესაძლებლობა განიხილეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით მართლაც დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენი პრიორიტეტია ამ პოტენციალის სრულად ათვისება, რათა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ურთიერთობების მაღალ პოლიტიკური დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე.

შეხვედრაზე ჩემს კოლეგასთან განვიხილე მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.

განვიხილეთ ასევე პერსპექტივა, რომელიც მოაქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პერსპექტივა ანაკლიის ახალ პორტსა და კლაიპედას პორტს შორის.

მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსათვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა