საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში, საკუთარ
კარ-მიდამოში უმასპინძლა.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
პრეზიდენტის თქმით, იმ ლიდერთა რიცხვს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა, მოლდოვას პრემიერ-მინისტრიც შეემატა.
პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატის ხელმძღვანელობით, მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია თბილისს დღეს ეწვია.

















