„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ზოგადად, კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. თავად ბიძინა ივანიშვილის
გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ - იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

















