საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ გაურკვეველია რომელ ლიტერატურულ ჟანრს
განეკუთვნება პრეზიდენტის მრჩევლის დღევანდელი განცხადება, რადგან მას საერთო არ აქვს მიმდინარე პროცესებთან.
"ვინც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მეტია ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას ადევნა თვალი, კარგად ნახავდა, როგორი მაღალი პასუხისმგებლობით და საკითხის სიღრმისეული ციდნით წარდგა თავმდჯომარე საზოგადოების წინაშე. ეს იყო სამაგალითო ფორმატი, რომელიც პროცესის გამჭირვალეობას და ინკლუზიურობის მაღალ დონეს უზრუნველყოფდა.
ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლისგან ჩვენ მოვისმინეთ ისეთი კომენტარი, რიმელიც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს და უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობას წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რონ პრეზიდენტს ჯერ კიდევ სახელმწიფოს პირველი პირის ნაცვლად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე გონია თავი, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ პარტიის წევრები არიან.
რაც მთავარია, თავასუფალი მედია არის ქართული ოცნების მონაპოვარი და ეს სტანდარი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად მტკიცდება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

















