პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია საბურთალოს რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭის
ყრას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც ბაღათურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მისი პარტიისთვის საბურთალოს ოლქი პრიორიტეტულია, შესაბამისად, სამ პოლიტიკურ ძალასთან ერთიანი კანდიდატის წარდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენთვის საბურთალოს ოლქი პრიორიტეტულია, შესაბამისად – „ქართულ ოცნებასთან“, „სახალხო კრებასთან“ და „თავისუფალ საქართველოსთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ერთობლივად ვიმოქმედოთ“ - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, კონსულტაციების საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ქართული დასი“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად, პარტიის ლიდერის ჯონდი ბაღათურიას დასახელებას გეგმავს.

















