logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც წაადგება საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას და არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც წაადგება საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას და არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს
19:25 26.01.2018
„მადლობა მინდა გადავუხადო მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი ინიციატივისა და დღევანდელი შეხვედრისთვის. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ კანონპროექტის დეტალებზე, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელიც ახლა ვეტოს პროცედურას გადის“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგნელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. „ორივე მხარეს გვქონდა წარმოდგენილი არგუმენტები, ვუსმენდით ყურადღებით ჩვენს მეგობრებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს შემდგომი კონსულტაციები, რაზეც ჩვენ დღესვე შევთანხმდით. უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, სადაც კიდევ ერთხელ გაიცვლება არგუმენტები, მოსაზრებები და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარია, მიღებული იქნას ისეთი კანონი, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ასევე კერძო მაუწყებლებისთვის.
„ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში არ არის თვითმიზანი არც ვეტოს დაძლევა და არც რაიმე წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, წაადგება საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ინტერესს და მეორე მხრივ, არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს. ეს არის საერთო ამოსავალი წერტილი. ამ სულისკვეთებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მთავარია ჩვენ შევქმნათ სწორი ფორმატი იმისთვის, რომ გაგრძელდეს განხილვა და ამ განხილვის საფუძველზე მიიღება პარლამენტში საბოლოო გადაწყვეტილება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ტიპის კანონპროექტია საბოლოო ჯამში მისაღები, რა ტიპის კანონპროექტი წაადგება ყველაზე მეტად საზოგადოებრივ მაუწყებლის და ასევე, კერძო მაუწყებლების ინტერესებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი თითოეული არგუმენტი ყურადსაღებია და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდეს.

„მე ყურადღებით ვუსმენდი ჩვენს მეგობრებს. თითოეული არგუმენტი არის ყურადსაღები. მთავარია, რომ არგუმენტებზე იყოს დაფუძნებული მსჯელობა. მე შეხვედრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, წარმოდგენილ ვეტოს 21 გვერდიან ტექსტში არც ერთი არგუმენტი არ არის ამოკითხვადი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ბევრად უფრო ღრმა საუბარი შედგა დღეს მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განმეორდეს მათთან შეხვედრა და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით პარლამენტს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე მექანიზმი გააჩნია.

„შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, ვეტოს გადალახვა, შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე. სამივე მექანიზმი აქვს საქართველოს პარლამენტს. მთავარია ჩვენ შინაარსობრივად რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ეს არის დამოკიდებული იმ დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება ახალ ფორმატში“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კონსულტაციებში ჩაერთვება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც თავისი არგუმენტები ექნება წარმოდგენილი.

„მთავარი არის, რომ სიღრმისეულ არგუმენტებზე და მსჯელობაზე დაყრდნობით მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ამის დეფიციტი ხშირად არის ხოლმე, მათ შორის, საპარლამენტო ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ არგუმენტებზე, მსჯელობაზე, დისკუსიაზე და ამ არგუმენტების სიღრმეზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციებში, ასევე ჩაერთვებიან საპარლამენტო კომიტეტები, დეპუტატები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.

„რაც შეეხება შემდეგ ფორმატს ეს უნდა იყოს კიდევ უფრო ფართო, სადაც უნდა იყოს წარმოდგენილი ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, კომიტეტები, დეპუტატები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ასევე, სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები. ეს იქნება უფრო ფართო ფორმატი ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი. ასეთ ფორმატში უნდა განვიხილოთ ჩვენ კანონპროექტი და მივიღოთ პარლამენტში საბოლოო გადაწყვეტილება. თარიღი დაზუსტდება, ეს ტექნიკური დეტალებია“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა