„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ
შინაპატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მას საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე გადაადგილება ეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

















