logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაია ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ვახტანგ ყოლბაია ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
12:24 26.01.2018
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა.
ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა ჩეხეთის საელჩოს როლს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ ზუგდიდში სკრინინგის ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. დარწმუნებული ვარ სკრინინგის ცენტრს ბევრი აფხაზიც ეწვევა და კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებს“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ მეფუტკრეობაში განხორციელებულ პროექტებს. ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებულია კავკასიური ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის - „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის“ განხორციელება, რომელშიც დევნილი მეფუტკრეები ჩაერთვებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო, ხოლო 2018-2019 სასწავლო წლიდან აღნიშნული შეთავაზებით ასევე ისარგებლებენ ახალგაზრდები აფხაზეთიდან.
შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იან ჩერნიკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა