საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხატიძის განცხადებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს
წარმატებულ მონაწილეობას საფუძვლად ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები უდევს.
მისივე თქმით, ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ 2017 წელს საქართველოს 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
"გაიზარდა ექსპორტის და ტურიზმის მაჩვენებლები. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს სავაჭრო შეთანხმებები ევროპასთან, ჩინეთთან. ყოველივე ეს, ხელისუფლების წარმატებულ ეკონომიკურ კურსს ადასტურებს. დავოსში პრემიერ-მინისტრმა სწორი პოზიციონირება გააკეთა. მისი მესიჯი, რომ საქართველო საიმედო ქვეყანაა როგორც დემოკრატიის და უსაფრთხოების, ასევე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით - სრულიად საფუძვლიანია"- განაცხადა ხატიძემ.

















