logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრდის მამიკინსი: ქართველ ხალხს ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ
ანრდის მამიკინსი: ქართველ ხალხს ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ
22:35 23.01.2018
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა.

სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ანდრის მამიკინსი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი. ევროპარლამენტარებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატა საბანაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანრდის მამიკინსმა უაღრესად წარმატებულად შეაფასა, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„საქართველომ მნიშვნელოვანი დინამიკა აჩვენა სტანდარტების გაუმჯობესების მხრივ მრავალ სფეროში, როგორიცაა: მართლმსაჯულება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, კვლევები და ინოვაციები და ა.შ.
მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო საქართველოსხელისუფლების კეთილი ნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. ამ შეთანხმების შედეგად, გაძლიერდა საქართველოს ეკონომიკა, დახმარება გაეწია 63 ათასი საწარმოს, შეიქმნა 2450 სამუშაო ადგილი. ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში გაძლიერდა მმართველობა, შეიქმნა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო იურიდიული დახმარება გაუწია დაახლოებით 140 ათას ადამიანს. შეთანხმების მეშვეობით, საქართველოში გაუმჯობესდა სატრანსპორტო და ენერგო უსაფრთხოება, მწვანე ეკონომიკა“ - განაცხადა მამიკინსმა სხდომაზე გამოსვლისას.

ევროპარლამენტარის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, ხელმოწერა ევროკავშირთან გრძელვადიან პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. იგი მიიჩნევს, რომ შეთანხმების პოტენციალის სრულად ასათვისებლად, საჭიროა გაფართოვდეს მისი რეგულირების სფერო და ახლავე დაისახოს ახალი ამბიციური მიზნები. შეთანხმება ევროპის სოციალურ მოდელთან საქართველოს დაახლოების საშუალებას იძლევა და ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის სოციალურ ასპექტებს. მისი თქმით, ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ევროკავშირის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ შესაძლოა ყველაზე ხელშესახები შედეგები გამოიღოს.

ევროპარლამენტარის მოსაზრებით ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში.

„ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს, რომელიც მკაფიოდ ახდენს თავისი ევროპული არჩევანის დემონსტრირებას. მხოლოდ ცხოვრების სტანდარტების რეალური გაუმჯობესების გზითაა შესაძლებელი საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური განვითრების უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას თითოეული ქართველისთვის კონკრეტული რეალური ღირებულება გააჩნია“- განაცხადა მამიკინსმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა