logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გვიხარია, რომ ევროპაში მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს...“-საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
„გვიხარია, რომ ევროპაში მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს...“-საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
20:08 23.01.2018
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის -საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ანდრის მამიკინსი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი. ევროპარლამენტარებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატა საბანაძემ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მკაფიოდ გამოხატული ლიდერია. მისი თქმით, ქვეყანაში გატარდა მასშტაბური რეფორმები მრავალი მიმართულებით. როგორც საჯად კარიმმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მკვიდრდება.

„ქვეყანაში არა მხოლოდ მასშტაბური რეფორმები გატარდა, არამედ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, განხორციელდა მნიშვნელოვანი ძალისხმევა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით და ეს ძალიან შთამბეჭდავია. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-5 სხდომა, რომელიც გასული წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა, კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა გახლდათ, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები. შეხვედრამ ასევე ცხადყო, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთობლივად მუშაობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ჩვენი ქართველი კოლეგები დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც 2017 წლის მარტში ამოქმედდა. სისტემა დღემდე გამართულად ფუნქციონირებს, ფიქსირდება მხოლოდ მცირე რაოდენობის დარღვევები. საქართველოს ევროპული ტრაექტორია გამოვლინდა ასევე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან გამართული კონსულტაციების დროს, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა ყველა საკითხზე ვერ მოხერხდა, ეს ფაქტი მხოლოდ ქართული დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მასზე ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის ერთი მესამედი მოდის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე გადის, და ჩვენ გვიხარია რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს“ - განაცხადა საჯად კარიმმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა