logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
12:02 22.01.2018
უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატისთავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების არსებულ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის უზბეკეთში წარმატებული ვიზიტი გრძელდება და დღეს, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის ხელი მოეწერება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს.

„დღეს შევხდით პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე. განსაკუთრებულ აქცენტი გავაკეთეთ ამ თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე. დღეს, ჩვენ ხელს ვაწერეთ პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმს, რომელიც შეეხება ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, საუბარია ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე და კონკრეტული განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობაზე საქართველოსა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა