logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა
11:49 19.01.2018
„მინდა ლორდთა პალატას მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა საქართველოს საკითხი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ეუთოს განცხადებები რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოში. გავაგზავნეთ დამკვირვებლები საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას“ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა საქართველოს საკითხზე მოსმენა სახელწოდებით „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლორდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი აჰმად უიმბლდონი პასუხობდა.

ლორდთა პალატის წევრის ჰარის პენტრეგართის შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო შენაერთების განთავსებას, მავთულხლართების აღმართვას და ფიქრობს თუ არა იგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს რუსეთის ფედერაცია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო მინისტრი პასუხობს „სწორეთ შენიშნეთ, რომ რუსეთი აგრძელებს ინტერვენციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად და ამისათვის იყენებს მის მთელ საერთაშორისო გავლენას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ლორდ კოლინა ჰიგბორის შეკითხვაზე თუ რამდენადაა ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც მისი თქმით განხილულ იქნა ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში - „ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ვესაუბრებით რუსეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა