საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.
ამის შესახებ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე რუსული მხარის შეხედულებისამებრ“- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 171 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო დღეს რუსეთში გლოვა გამოცხადდა.

















