პარტია „საქართველოს გზის“ ყოფილ ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან კოალიცია „ქართული ოცნება“ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოშია და „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მას უახლოეს მომავალში შეხვდება.
„სალომე ზურაბიშვილის გეგმების შესახებ მე არაფერი ვიცი, მაგრამ ჩვენ გვინდა მასთან მჭიდრო თანამშრომლობა და შეხვედრაც გაიმართება. ზუსტი დრო და ადგილის დასახლება ჯერ არ შემიძლია, თუმცა, ამ შეხვედრის ინტერესი და გეგმა არსებობს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

















