logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
14:45 16.01.2018
„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი ახალ ეტაპზე გადაიყვანს ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
დოკუმენტს ხელი ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ და სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ მოაწერეს.

მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.
ორმხრივი ურთიერთობისა და ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ. ინარა მურნიეცეს თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღირებულებებზეა დამყარებული და მემორანდუმი არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი თანამშრომლობა დამყარებულია ღირებულებებზე და ესაა საუკეთესო საფუძველი ორ ქვეყანასა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ფოკუსი არის მისწრაფება დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, ჩვენი კულტურული ღირებულებები და კავშირები. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის.
ლატვია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი, ისევე, როგორც საპარლამენტო ურთიერთობები. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირები არის შესანიშნავი, მაგრამ არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა“,- განაცხადა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა