თბილისის მერის განცხადებით, მერის მოადგილეები დღეს უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ,
ვიდრე „ნაც.მოძრაობის“ მმართველობის დროს.
აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ მერიაში მაღალჩინოსნების ხელფასების ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა
ამასთან, დედაქალაქის მერმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ნუ მოახდენენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„მერის მოადგილეები დღეს უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე „ნაც.მოძრაობის“ მმართველობის დროს. ჩვენი თხოვნა იქნება, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ჩვენ არ მოგცემთ ამის საშუალებას. დღეს მედია არის თავისუფალი, არის სოციალური ქსელებიც და შეგვიძლია მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია“-განაცხადა კალაძემ.

















