საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
მათი ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები გაფორმების ეკონომიკურ ზონას დაათვალიერებენ, სადაც ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში შეთანხმების პროექტს „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მგზავრობის შესახებ“, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მოეწერება ხელი.
გაფორმდება ასევე, შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“, შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.

















