logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
00:13 16.01.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.



ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩთან გამართა.



მხარეებმა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრს ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავი მიულოცა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლატვია საქართველოს გამორჩეული და ერთგული მეგობარია და ქართველი ხალხი ლატვიელი ხალხის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც.



მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო, ეკონომიკური, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

მათი შეფასებით, საქართველო და ლატვია მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად თანამშრომლობენ და საერთაშორისო ფორმატში ძალისხმევის კოორდინირება დინამიურად უნდა გაგრძელდეს.



საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ედგარს რინკევიჩმა დაადასტურა, რომ ლატვია ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია.



მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.



როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ლატვია საქართველოს მთავარი მხარდამჭერია ევროატლანტიკურ ასპარეზზე და ასეთი შეხვედრები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.



„ლატვია არის საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ევროატლანტიკურ ასპარეზზე და ყოველთვის აჟღერებს იმ პოზიციებს, რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რა მხარდაჭერა იქნა გამოხატული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და სხვა მიმართულებებით. ახლაც, პარლამენტის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ასახავს ძალიან მრავალმხრივ თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის ყველა დონეზე გაღრმავებას - საპარლამენტო მუშაობის დონეზე, კომიტეტების მუშაობის დონეზე, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატების დონეზე. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, შუა გზაზე ვართ, რასაც ქვია ჩვენი ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზა, შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს და შინაარსს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა