სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში მომავალ კვირას საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიე (Lamberto Zannier) ეწვევა.
გენერალური მდივანი თბილისში ბაქოდან 10 ივლისს ჩამოვა და ორი დღის განმავლობაში თბილისა და ბათუმში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
ეუთოს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით შეხვედრებზე განიხილება თანამშრომლობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.
ლამბერტო ზანიე 11 ივლისს საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.

















