logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
სოფიო ქაცარავა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
16:08 06.01.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დავით ჯალაღანიას შეხვდა.

შეხვედრაზე, დიპლომატიური მისიის ახალ დღის წესრიგზე, შვეიცარიასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საერთო ინტერესებსა და მიზნებზე ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გააქტიურებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებასა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ასევე, მეგობრობის ჯგუფების როლზე და ფუნქციაზე.

„შეხვედრები ელჩებთან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში იმართება. ამ ფორმატის საშუალებით ჩვენ ვიღებთ უფრო მეტად კოორდინირებულ, კონტროლირებად და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას. მჭიდრო კომუნიკაციის ხარჯზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ შედეგზე ორიენტირებული კურსი ვიქონიოთ და უფრო მეტად პრაქტიკული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაში, სოფიო ქაცარავასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა