logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი: ქართველი და უკრაინელი ოლიგარქები ჩემ წინააღმდეგ სინქრონულად მოქმედებენ
მიხეილ სააკაშვილი: ქართველი და უკრაინელი ოლიგარქები ჩემ წინააღმდეგ სინქრონულად მოქმედებენ
14:31 05.01.2018
მიხეილ სააკაშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.
"გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის, სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს "განაჩენი" ჩემ წინააღმდეგ არის სრულიად უკანონო და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს.

შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე და იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი ხელშესახები ვერ აღმოაჩინა: არც კორუფციის ფაქტები, არც სხვა სამართალდარღვევები.
მაგრამ ეს "განაჩენი", ისევე როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემ წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან მებრძოლთან.

ის, რომ ამ წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი ქართველი და უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემ წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა, არავისთვისაა საიდუმლო. მან ეს კიდევ ერთხელ ბოლო პრესკონფერენციაზე გაიმეორა. ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე დღით ადრე, გასული წლის ზაფხულში პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის საქართველოში შეხვედრა შედგა. შეხვედრის მთავარი საკითხი ჩემი ნეიტრალიზაციისთვის ზომების მიღება იყო, ისევე როგორც ჩემი ინფორმაციით, 29 დეკემბერს, პოროშენკო-პუტინის სატელეფონო საუბრისას. პოსტსაბჭოთა ოლიგარქებთან პუტინთან, პოროშენკოსთან და ივანიშვილთან ერთად რაც არ უნდა გააკეთონ ჩემ წინააღმდეგ, ჩემი ბრძოლა ბოლომდე გაგარძელდება ჩვენი ერების ოლიგარქებზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ადამიანების დამცირებაზე გამარჯვებამდე" -წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა