logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ
ეკა ბესელია: შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ
13:17 05.01.2018
„ტერორისტული დანაშაული არის ყველაზე რთული და დღეს, ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ,"-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას.

მისი თმით, პირველი, რაც გამოქვეყნდა, იყო შუალედური ინფორმაცია, რომელიც გამოძიებამ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გახადა საჯარო და ეს შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ კითხვებზე პასუხი. ეკა ბესელიას განცხადებით, შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან იყო დაკავშირებული. მისივე თქმით, კითხვების დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის შესაბამისი სამსახურების იმიჯის შელახვას არ ემსახურება.

ეკა ბესელიამ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნდობის ჯგუფში მოსვლასთან დაკავშირებითაც გამოხატა პოზიცია. მისი განცხადებით, ნდობის ჯგუფს უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების პრობლემა არ აქვს და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმენს.

„რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლას ნდობის ჯგუფში, ჩვენ გვქონდა იმ შეხვედრაზე საუბარი არა მხოლოდ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, არამედ შესაძლო კავშირებზეც, რომელიც ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ სპეცოპერაციის დროს და ეს ინფორმაცია ჰქონდათ ნდობის ჯგუფის წევრებსაც. თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ რაიმე ახალია, მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა იცოდნენ ნდობის ჯგუფის წევრებმა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ისეთი, რომ არანაირი პრობლემა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლის ან მისგან ინფორმაციის მიღების, ნდობის ჯგუფს არ აქვს",-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა