პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული მოძრაობა სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ საკონფერენციო
დარბაზში ხვალ კონფერენციას - „ახალგაზრდული პოლიტიკის ახალი ხედვა“ გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნებადან“ აცნობეს, კონფერენციაზე რამდენიმე საკითხი განიხილება - სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ანალიზი, „ქართული ოცნების” ალტერნატული ახალგაზრდული პოლიტიკა და სხვა.
ამასთან, კონფერენციაზე ახალგაზრდების საჭიროებებზე და ახალგაზრდობის პოლიტიკური აქტივობის სოციოლოგიური კვლევების შედეგებზეც იმსჯელებენ.

















