საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთი მოადგილის ნაცვლად, ექვსი ეყოლება, აქედან
ერთი ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსი იქნება.
შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებით შსს-ს დებულაბაში განხორციელდა.
კერძოდ, 2004 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით, შს მინისტრს აქამდე 5 მოადგილე ჰყავდა, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე იყო.
განხორციელებული ცვლილების თანახმად, მინისტრს ეყოლება ერთი პირველი და ხუთი მოადგილე. მინისტრის ერთი მოადგილე პარალელურად შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია.

















