logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ ქართულ დიასპორას დამდეგი დღესასწაულები მიულოცა
მიხეილ ჯანელიძემ ქართულ დიასპორას დამდეგი დღესასწაულები მიულოცა
20:24 29.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართულ დიასპორას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა. როგორც მინისტრმა დიასპორისადმი საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, მას წელს პირველად მიეცა საშუალება მინისტრის რანგში, პირადად შეხვედროდა ქართულ დიასპორას და დიასპორულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში, რამაც საშუალება მისცა პირადი კავშირები დაემყარებინა დიასპორის წარმომადგნელებთან.

საკუთარ მიმართვაში მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ იმ თანამემამულესა და ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელთა ძალისხმევაც მიმართულია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის, მოზარდ თაობაში მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისკენ. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული დიასპორის იმ თვალსაჩინო წარმომადგენლებზე, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში და პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში, სამშობლოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნის განვითარებაში.

„მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია მაქსიმალურად დაფასდეს და ხელი შეეწყოს თითოეულ თქვენს სასიკეთო ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის დიასპორისა და სამშობლოს კავშირის უწყვეტობას“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ 2017 წელს საქართველომ, მრავალი გამოწვევების მიუხედავად, ევროპული მისწრაფებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა, თუ ეკონომიკური განვითარების გზაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ქართულ დიასპორასთან ერთად შემუშავდა და დამტკიცდა პროგრამა - „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომელიც უზრუნველყოფს თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობებზე წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას.

„საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, დიასპორასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი პრობლემების უკეთ გაცნობიერებისათვის რეგულარული და ინტენსიური შეხვედრების უზრუნველყოფა, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა დაფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა, რაც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ქვაკუთხედს წარმოადგენს, კვლავ რჩება სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთ-ერთ პრიორიტეტად. მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კარგად გვესმის, რომ საქართველო კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ექნებათ, ქვეყანას, სადაც საქართველოდან სხვადასხვა მიზეზების გამო წასულ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნება და თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება. მინდა გრძნობდეთ, რომ სამშობლო თქვენ გელოდებათ. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში თქვენი ცოდნა, გამოცდილება და ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ერთობა ჩვენი სამშობლოს წარმატების საწინდარია“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა