კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა სეულის
მერთან პარკ ვონ-სუნსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორეის რესპუბლიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საელჩოსმიერ მიმდინარე წელს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საუბარი ასევე შეეხო სახალხო დიპლომატიის ფარგლებში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტს, რომლის ფარგლებშიც კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები,სეულის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტის ანა გულისაშვილის ნამუშევარი, რომელზეც ასახულია ქ. სეულისა და ქ. თბილისის ძველი უბნები,სამახსოვროდ გადაეცა სეულის მერიას.
არკ ვონ-სუნმა ქ. სეულის მერიის სახელით მადლიერება გამოხატა საელჩოს ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ხსენებული ნამუშევარი სამუდამოდგანთავსდება მერიის შენობაში. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა დედაქალაქებს შორის დაძმობილებისა და მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების გაცვლის საკითხები.
შეხვედრა საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

















