logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: პარლამენტს აქვს ამბიციური გეგმები
ირაკლი კობახიძე: პარლამენტს აქვს ამბიციური გეგმები
14:31 26.12.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს პარლამენტის სხვა დანაყოფებზე.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია კომიტეტების საქმიანობის წინასწარ დაგეგმვა, სწორი ხედვის ჩამოყალიბება, მკაფიო სამოქმედო გეგმის არსებობა, შესაბამისად მოქმედება და ამის საფუძველზე, ანგარიშის პერიოდულად წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის. ის პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს პარლამენტის სხვა დანაყოფებზე და ეს პროცესი პარლამენტის მხრიდან იქნება სრულად წახალისებული“- განაცხადა კობახიძემ.


მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგება მნიშვნელოვანია და ამ კუთხით, გამორჩეულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობისთვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მადლობა გადაუხადა.

„ყველასთვის ნათელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასრულებს საკვანძო როლს და ფუნქციას პარლამენტში. ყველა ძირითადი ცვლილება გადის სწორედ იურიდიული კომიტეტის ხელში და ამ კუთხით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფუნქცია და როლი არის გამორჩეული. მოხარული ვარ, რომ ამ ფუნქციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელი შემადგენლობით, დღევანდელი ხელმძღვანელობა სათანადოდ და ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა ბესელიას, რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში და რომელიც უზრუნველყოფს კომიტეტის ფუნქციების სათანადო შესრულებას და განხორციელებას. სტატისტიკა არის ნამდვილად შთამბეჭდავი და ასევე აღვნიშნავ, რომ ამ სტატისტიკის უკან ძალიან კონკრეტული ცვლილებები, ძალიან კონკრეტული რეფორმები და ეს რეფორმები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ჩვენი სამართლის სისტემის შემდგომ განვითარებას, ჩვენი მმართველობის სისტემის შემდგომ განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა საკვანძო მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით იურიდიული კომიტეტის როლი არის ნამდვილად საკვანძო საქართველოს პარლამენტში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით გარკვეული სისუსტით გამოირჩეოდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ამბიციური გეგმები აქვს და ამ ორი საკვანძო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

„პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პარლამენტი გამოირჩეოდა გარკვეული სისუსტით წლების განმავლობაში, კანონშემოქმედებით სფეროში იყო გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში. ეს არის ორი საკვანძო ფუნქცია საქართველოს პარლამენტის და იყო გარკვეული ხარვეზები წლების განმავლობაში. საუბარი მაქვს გასულ 25 წლიან პერიოდზე ამ ორი მიმართულებით, თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვითარდება და გვაქვს მუდმივი პროგრესი. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს კიდევ დამატებით იმისთვის, რომ ეს ორი ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით გვაქვს ამბიციური გეგმები. პარლამენტი საჭიროებს გაძლიერებას, პარლამენტის აპარატი საჭიროებს გაძლიერებას და ამ კუთხით ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ .
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა აღმასრულებელი ხელისუფლებასა და სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ყურადღება სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კარგი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული.
„მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთქმედება, პარლამენტის ურთიერთობა სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ რეფორმების გატარების პროცესში ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იყო ძალიან კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბებული. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ამ ერთი წლის განმავლობაში როგორც ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსთან, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სწორედ ასეთი თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლი არის საკვანძო საქართველოს პარლამენტში და ეს ფუნქცია სათანადოდ ხორციელდება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა