logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი სომხეთის პრეზიდეტს შეხვდა
პრემიერი სომხეთის პრეზიდეტს შეხვდა
13:24 26.12.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მოგესალმებით. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ვიზიტით ჩამოსვლა. პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა და თქვენს ქვეყანას - სტაბილური განვითარება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი აგვირგვინებს წელს, როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანია და ყოველთვის იყო ისეთი თბილი და კეთილმეზობლური, როგორიც დღეს არის. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა.
„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი. ვსარგებლობ შემთხვევით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მოთმინებას, ოპტიმიზმს, ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მოვალენი ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა