„დემოკტარიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავჯდომარის ნონო ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკური ერთობის შექმნის
შესახებ ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრებთან“, “თავისუფალ საქართველოსა“ და „ქართულ დასთან“.
„ჩვენ ვიხილავთ მომავალი გადაწყვეტილებების ყველა დადებით და უარყოფით მომენტს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პარტიებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისათვის“-განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ გავრცელებული ხმები მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა წინადადებაზე, თითოეული ჩვენგანი ვაანალიზებთ მათ და როგორც კი გადაწყეტილებას მივიღებთ, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ. გასაგებია რომ არსებობს დიდი ინტერესი, მაგრამ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები არ შედგა, ჩაიშალა ან ვიღაც ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებას, სინამდვილეს არ შეესაბამება“-განაცხადა ბურჯანაძემ.

















