მოძრაობა “თეთრების“ კონგრესზე მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით “თეთრების“ ხედვა იქნება.
ამის შესახებ “ნიუსპრესს“ მოძრაობა “თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა.
“გავაკეთეთ ანალიზი იმისა თუ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მოვახდინეთ ქვეყნის პოტენციალის ანალიზი რა შეიძლება გაკეთდეს და ახლა ვაყალიბებთ ზოგად მოსაზრებას - ამ პოტენციალის მქონე ქვეყანას რისი გაკეთება შეუძლია“ - განუცხადა “ნიუსპრესს“ შაშიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება “ნიჭის ხელისუფლება“ და ვინც შეძლებს ქვეყანაში ამ ტენდენციის დამკვიდრებას, ის უზარმაზარ საქმეს გააკეთებს ქვეყნისთვის.
“დღეს როდესაც ბევრი იბრძვის სკამების შენარჩუნებასა თუ მოპოვებისთვის, ქვეყნის ინტერესები დაკარგულია. ბრძოლა მიდის მაგრამ საქართველო არ ჩანს. სწორედ, ეს არის მთავარი განსახილველი საკითხი. დღის წესრიგში დგას “საქართველო ხვალ“ - განაცხადა შაშიაშვილმა.
მოძრაობა “თეთრების“ კონგრესი ამ წუთებში დაიწყო, მას “სახალხო კრების“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

















