logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
09:00 22.12.2017
საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ მხარი 103 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.

კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

„მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე“,- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.

„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა ვუსურვო მათ წარმატება. ჩვენ მოგვიწევს მთელი ჩვენი გამოცდილების, შესაძლებლობის და უნარის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარების პროცესი და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეზე,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი, როგორც დიალოგის და მაქსიმალური ჩართულობის წლად გამოაცხადა.

„ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შევეცდებით ეს პასუხისმგებლობა პატივით ვატაროთ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი. „კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა. ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის დადგენილებას, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

საქართველოს პარლამენტი, ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერის საკითხზე მსჯელობდა.

დღეს, რიგგარეშე სხდომის პლენარულ სესიაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. მან თავის მოხსენებაში მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა და პარლამენტის წევრების შეკითხვებს, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად უპასუხა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები და პოზიციები საპარლამენტო ტრიბუნიდან კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად, 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა