logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციას რეალური დებატის სურვილი არ აქვს და უნიჭო სპექტაკლებს დგამს
მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციას რეალური დებატის სურვილი არ აქვს და უნიჭო სპექტაკლებს დგამს
16:08 21.12.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის კითხვები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენების ფორმატში დაისვა არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური იყო.
ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საგარო პოლიტიკის საკითხებზე გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, არ იყო მზაობა პასუხების მოსმენის, კითხვები იყო არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური. ყველას არ მოეთხოვება იცოდეს დეტალები საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ის კითხები, რომლებიც დასვეს საკომიტეტო მოსმენების და შეხვედრების ფორმატში იყო უადგილო, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური"- განაცხადა ჯანელიძემ.
მან ასევე აბსურდული უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არგამოცხადებასთან დაკავშირებით "არასწორია ბრალდება, რომ თითქოს მე არ მივდივარ პარლამენტში და არ ვესწრები დებატებს, მე წელს ორჯერ ვიყავი პარლამენტში მოხსენებით, სადაც ვისაუბრე შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, და წელს უკვე მესამედ ვარ აქ, სადაც კითხვა პასუხის რეჟიმში მიწევს ინფორმაციის მიწოდება დეპუტატებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ იყო მხოლოდ კითხები და პასუხების მოსმენის არანაირი სურვილი არ გამოხატულა ამ პარტიის მხრიდან. მე მინდა განვაცხადო, სანამ არ იქნება მათი მხრიდან სურვილი იყოს რეალური დებატი, რეალური კითხვა-პასუხის რეჟიმი და არა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები, ასეთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს არანაირი აზრი არ ექნება. მოსახლეობას უნდა ვცეთ პატივი, უნდა ვიდებატოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად მათი მხრიდან კითხვის დასმის დროს პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა გვქონდეს და იმედია ეს მომავალში ასე იქნება"- განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს და განაცხადა "ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყოს".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა