logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მთავრობის რეაგირების შესახებ ოპოზიციამ პარლამენტში მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
მიხეილ ჯანელიძე: ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მთავრობის რეაგირების შესახებ ოპოზიციამ პარლამენტში მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
14:47 21.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მთავრობის რეაგირების შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა და ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებსა და საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.

მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო ის საერთაშორისო რეაგირება და გამოხმაურებები, რაც ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით საოკუპაციორეჟიმის ქმედებებს მოჰყვა პარტნიორი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

„ეს იყო პოპულისტური განცხადება გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ყველა ჩვენთაგანისთვის უმძიმესი ფაქტი და ძალიან დიდი ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თითოეული მათგანი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი, ან უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თუ რა კეთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ასევე მთავრობის მხრიდან ამ საქმის ირგვლივ, მიუხედავად ამისა, ისინი დაკავდნენ პოპულისტური განცხადებებით. საუბრობდნენ, რომ საკითხზე უნდა მოვახდინოთ კომუნიკაცია ევროპარლამენტთან, მაშინ როცა ეს ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან. მე დღეს თან მაქვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რეზოლუცია და განცხადება, რომელიც გაკეთებულია ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, ჩვენი პარტნიორების, ევროპის საბჭოს და სხვათა მიერ. ეს არის არა მხოლოდ განცხადებები, არამედ გადაწყვეტილებები, სადაც ხაზგასმით არის დაგმობილი როგორც თვითონ მკვლელობის ფაქტი, ასევე დაგმობილია ის რეაქცია და რეაგირება რაც საოკუპაციო რეჟიმს ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მათვთხოვთ, რომ კარგად გაერკვნენ რას ნიშნავს რეაგირება საერთაშორისო ფორმატებში, რომელ ფორმატებში უნდა მოხდეს საკითხზე რეაგირება და სად არის ამის ადგილი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა.

2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურჩაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. "მესაზღვრის" მიერ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, ქართული მხარე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, ორმხრივ თუ მრავალმხრივ დონეზე მუდმივად აყენებდა მისი მკვლელის დასჯის აუცილებლობის საკითხს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა