logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას
ირაკლი კობახიძე: ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას
09:51 21.12.2017
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რაც გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, ძალიან მძიმე პროვოკაციაა.
ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას მომხდარ ინცინდენტს.
„ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვერ წავწევთ წინ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება შეასრულა და ეს მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარია პოზიტიური დღის წესრიგი.

„ჩვენ არჩევნების წინ წარვდექით კონკრეტული დაპირებებით ამომრჩევლის წინაშე, მათ შორის იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ: არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ეს დაპირება, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგა დეპუტატებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, დღეს ვერ გამოავლინეს. თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი კიდევ ერთხელ მთავრობის მიერ, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან იმ გეგმებზე, რომლებიც აქვს დასახული მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა