logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: დიასპორასთან კავშირების გამყარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
მიხეილ ჯანელიძე: დიასპორასთან კავშირების გამყარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
18:57 20.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებთან დიასპორასთან ურთიერთობის და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით 2017 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტის წარმოადგენს. ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დიასპორის ჩართულობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იქნა გადადგმული საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების, მათ შორის მოზარდთა, მაღალპროფილური დიასპორისა და სხვა ჯგუფების საქართველოს განვითარებაში ჩართულობის ამაღლების და სამშობლოსთან მათი კავშირების განმტიკიცების მიზნით, რაც გულისხმობს რეგულარ შეხვედრებს, სხვდასხვა პროგრამებსა და ინიციატივებს.

მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით მასშტაბურად აღინიშნა ქართული დიასპორის დღე; საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცებას მიზნით განხორციელდა პროექტი „მომავლის ბანაკი“ , კონსტიტუციის ახალ რედაქციაში გათვალისწინებული იქნა დიასპორის საკითხები; დიასპორის აქტიური ჩართულობით პირველად შემუშავდა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია-პროგრამა „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“.

მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების და ქართული საკვირაო სკოლების აქტიურ მხარდაჭერას. მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეფასა დიასპორის წარმომადგენლების მიერ საქართველოს განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში გაწეული ღვაწლის დაფასების მიზნით დანერგილი პროექტი „ დიასპორის დაჯილდოება“.

მინისტრმა მომავალ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აქტიურად გაგრძელდება საკვირაო სკოლების, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა, კიდევ უფრო დაიხვეწება პროგრამები როგორიცაა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „ქართული ენის ოლიმპიადა“, დიასპორული სტაჟირება“, “დიასპორული მედია-პროგრამები“, „დიასპორის დღე“ და დაიწყება ბევრი ინოვატორული პროგრამა ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების, მაღალპროფილური დიასპორისჩართულობის და საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ თანამემამულეთა ინფორმირებულობის ამაღლებისა მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა