მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის წევრებთან კულტურული დიპლომატიის მიმართულებით მიღწეული წარმატებები და
სამომავლო გეგმები განიხილა.
„მსოფლიოს წინაშე, საქართველოს, უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, წარმატებულ და რეფორმატორ თანამედროვე ქვეყნად წარმოჩენა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს,“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ამმიმართულებით 2017 წელს მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა. აღინიშნა 50-ზე მეტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი; საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი მასშტაბური ღონისძიებები; ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გაიმართა გამოფენა - „საქართველო-ღვინის აკვანი“; ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოაბრძანეს; გაფორმდა საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება; შემუშავდა კულტურული დიპლომატიის სტრატეგია და სხვა.
მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს ასევე გააცნო უახლოეს წლებში დაგეგმილი ღონისძიებები და მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობა,
2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებითსაზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავის აღნიშვნა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავის აღნიშვნამ მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ რაცUNESCO-ს გადაწყვეტილებით, იუბილე შევიდა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც აღინიშნება ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

















