პარტია "თავისუფალი საქართველო" საპარლამენტო ოპოზიციას დაინტერესების შემთხვევაში, კორუმპირებული ჩინოვნიკების სიას მიაწვდის.
პარტიაში განმარტავენ, რომ სიის გადაცემა მიხელ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას უკავშირდება.
"ალბათ ყველას ახსოვს გასულ წელს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან დეპუტატებს მიმართა დაესახელებინათ თუნდაც ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი. მაშინ ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. პარტია "თვისუფალი საქართველო" მიმართავს საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და მათი სურვილის შემთხვევაში მიაწვდის კორუმპირებული ჩინოვნიკების სიას, ფინანსური პოლიციის მიერ შედგენილს შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად", - აცხადებს პარტიის რეგიონული მდივანი ალექსანდრე ყრუაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე კვირაში გამოვა.

















